თეგებით ძიება

ნინო წილოსანი: „ნაცმოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციები და სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, სინქრონში მოქმედებენ

„ნაცმოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციები და სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, სინქრონში მოქმედებენ, - ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელს.

„ნებისმიერი მათი განცხადება თუ მოქმედება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება, პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართული ოცნება“ მათი მხრიდან იყოს ჩამოშორებული ხელისუფლებას და ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს და თავადაც განახორციელებს ომში ჩართულობას. ამიტომ ეს საკონსტიტუციო სარჩელიც არის იმ დიდი სურათის და გეგმის ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგად ვშიფრავთ ყველა ეტაპზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა