თეგებით ძიება

მაკა ბოჭორიშვილი: მომდევნო სამი თვე განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირის ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით

მომდევნო სამი თვე განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირის ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მთელი აქცენტი სწორედ ევროკავშირის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზეა გადატანილი ბრიუსელში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციონირება კანდიდატებთან დაკავშირებით.

რამდენადაც გამოცდილება გვკარნახობს მაქსიმალურად ეცდება ამჟამინდელი კომისია, როგორც მათი ნამუშევრის შედეგი, ეს ანგარიში გამოქვეყნდეს მიმდინარე კომისიის ვადის ამოწურვამდე. მოლოდინი ასეთია, თუმცა ზუსტი დღის თქმა რთულია ჩემთვის, ვინაიდან ეს არ არის ოფიციალურად გაცხადებული. ასევე უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ წარიმართება სწორედ ანგარიშთან დაკავშირებით მოვლენები.“– განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა