სოფელ შილდაში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცის ცხედარს მეზობლებმა მას შემდეგ მიაგნეს, რაც სპეციფიკური სუნი იგრძნეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარი გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.