ქორწინების ბეჭედი ისევ გაძვირდა - როგორია ოქროს ფასი გლობალურ ბაზარზე
ქორწინების 958 სინჯიანი ოქროს ბეჭედი მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 22.29%-ით გაძვირდა.
აღნიშნულის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
რაც შეეხება ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასის ცვლილებას, ივლისში ივნისთან შედარებით, ბეჭდის ფასი მცირედით, 0.16%-ით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, ბოლო 30 დღის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი 3.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლიური ზრდა 26.37%-ს შეადგენს.
ბიზნესპრესნიუსი