გამოვიყენოთ თუა არა ასპირინი პროდუქტის კონსერვირებისას
ბევრი ოჯახი აკეთებს ზამთრის მარაგს სხვადასხვა პროდუქტის დაკონსერვების გზით. დიასახლისები პროდუქტების კონსერვირებისას იყენებენ ასპირინს
- აცეტილსალიცილის მჟავას. როგორც აღმოჩნდა კონსერვირების ეს მეთოდი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ასპირინის მოქმედებით ბაქტერიები იღუპება. შესაბამისად, კონსერვირებული პროდუქტი დიდ ხანს არ ფუჭდება. სწორედ ამიტომ კონსერვირების ეს მეთოდი პოპულარული რჩება. თუმცა ასპირინის მოქმედებით კონსერვირებულ პროდუქტში წარმოიქმნება ე.წ. ფენოლის ნაერთები, რომელიც კლავს მიკრობებს, მაგრამ მომწამვლელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნით, სალიცილის მჟავასა და მისი წარმოებულების საკვებ პროდუქტებში დამატება აკრძალულია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ასპირინი წამალია, რომელსაც გვერდითი მოვლენები გააჩნია.
გარდა ამისა, ასპირინის საკვებ დანამატად გამოყენება იწვევს ორგანიზმის მგრძნობელობის აწევას სალიცილის მჟავის შემცველი პრეპარატების მიმართ. იგი არ შეიძლება ალერგიული ადამიანებისთვის. ამდენად, შეეცადეთ პროდუქტების კონსერვირება ასპირინის გარეშე მოახერხოთ.
მკურნალი