თეგებით ძიება
04. 08. 2024 სპორტი

„სამსახურში წასვლა მის გამო მიხარია, ის ნამდვილი ტალანტია“ - „უოტფორდის“ მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

„უოტფორდმა“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა პრემიერლიგის ბინადარ „ბრენტფორდთან“, რომელსაც დაუზავდა - 1:1.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მან 75-ე წუთამდე ითამაშა.

მატჩის შემდეგ ქართველ ნახევარმცველზე „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„სამსახურში წასვლა მსგავს ფეხბურთელებთან მუშაობის გამო მიხარია, ის ნამდვილი ტალანტია. გიორგისავით ბურთის ფლობა არასდროს შემეძლო. მიყვარს მისი თამაში და ბურთთან მოქმედება. კარგ მომენტშია და ჩემი საქმეა ეს ფორმა შეინარჩუნოს“, - განაცხადა ქლევერლიმ.

newshub.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა