თეგებით ძიება

ყველანი ვალდებულები ვართ, დღეს ვიყოთ აქ, ჩვენი გმირების საფლავზე და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას - გია ჯაფარიძე

“ჩვენი თაობა და არა მხოლოდ ჩვენი თაობა, ვალდებულები ვართ, რომ დღეს ვიყოთ აქ, ჩვენი გმირების საფლავზე და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყველას ვალდებულებაა, ამ გმირების ოცნება აასრულოს და ქვეყანა ევროპულ გზაზე დააბრუნოს. 

"ჩვენი თაობა და არა მხოლოდ ჩვენი თაობა ვალდებულია, რომ ამ დღეს აქ ვიყოთ, პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, ვინც შეინარჩუნა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, პატივი ვცეთ მათ ხსოვნას და ვალდებულები ვართ, რომ ავასრულოთ ამ ადამიანების ოცნება - საქართველო იყოს ევროპის კავშირის წევრი, საქართველოში ადამიანები ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ, კეთილდღეობაში, სამართლიანობაში და მშვიდობაში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა