თეგებით ძიება

კვლევა: პლანეტა მერკურიზე შესაძლოა ბრილიანტის 18 კილომეტრიანი მიწისქვეშა ფენა არსებობდეს

მეცნიერების კვლევის მიხედვით, პლანეტა მერკურიზე შესაძლოა ბრილიანტის 18 კილომეტრიანი სისქის ფენა არსებობდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პლანეტა მერკური მზის სისტემის ყველაზე პატარა და მზესთან ყველაზე ახლო მყოფი პლანეტაა.

ჩინელი მკვლევრების აზრით, ბრილიანტის ფენა, სავარაუდოდ, მერკურის პლანეტის ჩამოყალიბების შემდეგ მალევე შეიქმნა, დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ. ფენის ჩამოყალიბება სავარაუდოდ მტვრის, აირების, მაღალი წნევისა და ტემპერატურის ერთობლიობის შედეგია.

მეცნიერებმა, სპეციალური მანქანის მეშვეობით სხვადასხვა ნივთიერება შეაერთეს და ისეთი გარემო პირობებში შეუქმნეს, როგორიც პლანეტა მერკურიზეა აღმოჩენილი. მოგვიანებით, ნაერთებზე დაკვირვებისა და გარკვეული ტესტების ჩატარების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ნაერთმა ქიმიური და მინერალური თვისებები შეიცვალა და კრისტალად გადაიქცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა