თეგებით ძიება

TIA.GE-ს კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობას დაბალსართულიანი კორპუსები მოსწონს - სად არის საუკეთესო შემოთავაზება?

TIA.GE-ს გამოკითხვის მიხედვით მოქალაქეთა 57%-ს მოსწონს 5-ზე დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, მათი თქმით ეს მათ მეტი კომფორტისა და უსაფრთხოების განცდას ანიჭებს. ზოგადად დაბალსართულიან კორპუსებს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • უფრო მშვიდი გარემო, ნაკლები სართული უდრის ნაკლებ მაცხოვრებელსა და შესაბამისად მეტად წყნარ ატმოსფეროს
  • უფრო მარტივი წვდომა საკუთარ ბინებთან, ლიფტის ან დამღლელი კიბეების გარეშე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთათვის
  • მეტი სოციალური ინტერაქცია და კარგი სამეზობლო ურთიერთობები, პატარა შენობაში ყველა იცნობს ერთმანეთს და გაცილებით მარტივია მეგობრული ურთიერთობები. სამეზობლო ერთი დიდი ოჯახია.
  • ნაკლებად დატვირთული და მეტად მოვლილი გარე სივრცეები, თქვენი კორპუსის მიმდებარედ სკვერი ან სხვა სივრცეები არ იქნება გადატვირთული ხალხით. მაცხოვრებლები კი მუდამ გააკონტროლებენ საერთო სივრცის მდგომარეობას.
  • სტიქიისა და გადაუდებელი მდგომარეობის დროს უფრო მეტი უსაფრთხოება, დაბალსართულიანი შენობიდან ევაკუაცია მარტივია, ასევე ხშირად მაღალსართულიანი კორპუსები მეტად მოწყვლადია ბუნებრივი კატასტროფის (მაგალითად მიწისძვრის) დროს ვიდრე დაბალი.

ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანია UX development-ის პროექტს შეუძლია. სამი ერთეული 4 სართულიანი შენობა უკვე ფინალურ ეტაპზეა და 1 თვეზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ დაიწყოთ რემონტი. ნაძალადევის რაიონში, სანზონაში, რატევანის ქუჩაზე, მ/ს ღრმაღელესთან ახლოს, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი პროექტი თქვენი კომფორტული ცხოვრების საწინდარია.

მეტი დეტალისთვის, ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით ნომერზე: 2 15 55 15


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა