„ჩვენი ანგელოზები უფალთან გაფრინდნენ... გიორგი და გაბრიელი სიცოცხლით სავსე ბიჭები" - ჭითაწყარის საბავშვო ბაღი ხანძარში დაღუპულ ტყუპებზე წერს
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ტყუპი ძმა დაიღუპა. ტრაგედიას ჭითაწყარის საბავშვო ბაღი, სადაც ძმები სწავლობდნენ, სამძიმრის წერილით ეხმაურება.
„ჩვენი ანგელოზები უფალთან გაფრინდნენ, მოსწყდნენ ამ ქვეყნიერებას. გიორგი და გაბრიელი სიცოცხლით სავსე ანგელოზები, სიკეთით და სიყვარულით გამორჩეულები...
ჭითაწყარის საბავშვო ბაღი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი აღსაზრდელების ტრაგიკულად დაღუპვის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
ნათელში იყოს თქვენი უმანკო სული", - წერია ბაღის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.