„გვითხრა რომ დაიკარგა, გზა აებნა და იმის მერე ვერ ვუკავშირდებით“ - ოჯახი 22 წლის ახალგაზრდას ეძებს
ოჯახის წევრები საჩხერის მუნიციპალიტეტში დაკარგულ 22 წლის საბა მაჭავარიანს ეძებენ. როგორც დაკარგულის და წერს, საბა გუშინ ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა, საღამოს 17:00 საათის შემდეგ კი კონტაქტზე აღარ გამოსულა.
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ
დაიკარგა ჩემი ძმა
საბა მაჭავარიანი 22 წლის, სოფელ ორღულის ტყეში წავიდა სოკოზე, 5 საათის მერე არ გამოსულა კონტაქტზე, გვითხრა რომ დაიკარგა გზა აებნა და იმის მერე ვერ ვუკავშირდებით, თუ ვინმემ რამე იცით, გამომეხმაურეთ უმორჩილესად გთხოვთ. ეძებს სამაშველო, პოლიციაც და მოსახლეობაც.
გააზიარეთ რომ ყველამ ნახოს!!!
ტელ: 598319697 - წერს სალომე მაჭავარიანი.