პირი გაგუდეს და ჭაში ჩაუშვეს - განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გურჯაანის რაიონშიმ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის თქმით, 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონში, სოფელ ველისციხეში ორმა პირმა, შურისძიებით მოტივით დაზარალებულ პირს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ, გაგუდეს.
სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი სოფელ ველისციხეში, ჭაში, 2023 წლის 25 მაისს იპოვეს.
"დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა". - ნათქვამია განცხადებაში
უწყების ცნობით, მეორე ბრალდებული პირი 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით, თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ასევე დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე - ბრალდებულს ასევე 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.