სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში 200-ზე მეტი გამანადგურებელია ჩართული
აშშ და სამხრეთ კორეა ატარებენ ყოველწლიურ სამხედრო წვრთნას, რომელშიც 5 დღის განმავლობაში 200-ზე მეტი გამანადგურებელი მიიღებს მონაწილეობას.
Ulchi Freedom Shield-ის ყოველწლიური წვრთნების მიზანი აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ერთობლივად მოქმედებისთვის მზაობის გაზრდაა ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ.
წვრთნებში მონაწილეობას 19 000-მდე სამხრეთ კორეელი სამხედრო მიიღებს. თავის მხრივ, აშშ-ს არ დაუდასტურებია სამხედროების ზუსტი რაოდენობა, თუმცა, სამხრეთ კორეაში მოქმედ აშშ-ის ბაზებზე 28 500-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს.
"აშშ და სამხრეთ კორეა ნახევარკუნძულზე იცავენ მშვიდობას ერთობლივი თავდაცვითა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძლიერი შემაკავებელი ძალით. ეს წვრთნები დაგვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით შევაფასოთ ჩვენი თავდაცვის პოზიციები და ჩვენი ალიანსის ძალის დემონსტრირება მოვახდინოთ" – ამბობს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი.
წვრთნების დაწყების წინ რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ჩრდილოეთ პოზიცია, რომ მსგავსი აქტივობები ომის დასაწყებად გათვლილი პროვოკაციებია.
განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ სწორედ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის აგრესიული ქმედებების გამო გამართლებულია ჩრდილოეთის ბირთვული ამბიციები.
"აუცილებელია ომის თავიდან ასარიდებლად ძალთა ბალანსის მუდმივად შენარჩუნება ყველაზე დიდი შემაკავებელის [ბირთვული იარაღი] მომარაგებით" – ვკითხულობთ განცხადებაში.
გასულ წელს, აშშ-სა და სამხრეთ კორეის წვრთნების დროს, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.