ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება დღეს იწყება
23 აგვისტოს ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის საერთაშორისო თასის გათამაშება იწყება, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე „ილია კოკაია არენასა“ და საგურამოს „ლოკო არენაზე“ გაიმართება.
ტურნირზე ორი ქართული გუნდი მონაწილეობს – „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“, ასევე „იუვენტუსი“, „უოტფორდი“, „ვალენსია“ და „გალათასარაი“.
ქართული გუნდების შეხვედრებს მაყურებელი პირველი არხის ეთერში იხილავს, უცხოური გუნდების დაპირისპირებას კი – პირველი არხი სპორტის ეთერში.
დარასელიას თასის განრიგი:
23 აგვისტო
თბილისის ზღვა, „ილია კოკაია არენა“
18:00 | „დინამო თბილისი“ – „უოტფორდი“
საგურამო, „ლოკო არენა“
21:00 | „ლოკომოტივი“ – „ვალენსია“
24 აგვისტო
თბილისის ზღვა, „ილია კოკაია არენა“
18:00 | „უოტფორდი“ – „იუვენტუსი“
საგურამო „ლოკო არენა“
21:00 | „ლოკომოტივი“ – „გალათასარაი“
25 აგვისტო
საგურამო, „ლოკო არენა“
18:00 | „გალათასარაი“ – „ვალენსია“
თბილისის ზღვა, „ილია კოკაია არენა“
21:00 | „დინამო თბილისი“ – „იუვენტუსი“