თეგებით ძიება

"რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ“ - კახა კალაძე პრეზიდენტის სარჩელზე

„თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყნის მოსახლეობამ. პასუხი რაც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში, ეს იყო - „იმიტომ“!- ეს არის სამწუხარო რეალობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ჰკითხეს.

„ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ აღნიშნული კანონპროქტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს ან ევროპულ კონსტიტუციას ან ევროპულ ღირებულებებს, წარმოუდგენელია. ეს არის უბრალოდ იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით. თითქოს ამ კანონის მიღებით ჩვენ გავიღვიძებდით რუსეთში და ათასი სისულელე ჟღერდებოდა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ყველაფერი თქვეს მთავარის გარდა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, - განაცხადა თბილისის მერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა