თეგებით ძიება

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაცია ამ დრომდე ორგანიზაციათა, დაახლოებით, 0.77%-მა მოითხოვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, რუსული კანონის ფარგლებში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად სამინისტროს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა.

ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

„ამ დრომდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადებით 233 ორგანიზაციას აქვს მომართული რეგისტრაციისთვის. დრო ჯერ კიდევ არის [2 სექტემბრამდე]“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე აცხადებს, დღეის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 31 233 არასამეწარმეო იურიდიული პირი ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც 564 სახელმწიფოს დარეგისტრირებულია, 733 კი სავარაუდოდ სპორტული ფედერაცია. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებსა და ფედერაციებს რუსული კანონი არ ეხებათ,

შესაბამისად, გამოდის, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაცია ამ დრომდე ორგანიზაციათა, დაახლოებით, 0.77%-მა მოითხოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა