თურქეთმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა - Bloomberg
თურქეთმა განაცხადი შეიტანა ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ანკარაა ასე საკუთარი საერთაშორისო გავლენის გაძლიერებას და დასავლელი მოკავშირეების გარდა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი იმ ქვეყნებში აღარ მდებარეობს, რომლებიც ტრადიციულად ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებად ითვლებოდნენ.
20 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადა აზერბაიჯანმა შეიტანა. საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები შედიან.
თურქეთი დღეს ნატოს და ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა.