უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დასარეგისტრირებლად ამ დროისთვის 476 განაცხადია შესული
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დასარეგისტრირებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ დროისთვის 476 მსურველის განაცხადია შესული.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, ამ დროისთვის განცხადებით მომართული აქვს 476 მსურველს, რომ დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა განმცხადებელთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის. უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული რეესტრი იწარმოებს და ყველა მონაცემი გადამოწმდება კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.