თეგებით ძიება

ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები ჩაერთნენ - რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში, სადაც მეორე დღეა ტყეში გაჩენილ ცეცხლს ებრძვიან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, დაბა ახალ­და­ბას მიმ­დე­ბა­რედ ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ.

ცე­ცხლის ქრო­ბის პრო­ცეს­ში დღეს დი­ლი­დან სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის 4 ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის გამო, ხან­ძრის კე­რას­თან სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კის შეყ­ვა­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა.

“ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში თბი­ლი­სის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა და შიდა ქარ­თლის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის 150 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის რე­ინ­ჯე­რე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცეს­ში სხვა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის რე­ინ­ჯე­რე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვე­ლე შტა­ბი მო­ე­წყო, სა­ი­და­ნაც ტყის ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხან­ძრის მო­ნი­ტო­რინ­გი კი დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა,“- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი გუ­შინ, 3 სექ­ტემ­ბერს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 12 კი­ლო­მეტრში გაჩ­ნდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა