თეგებით ძიება

ათასზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროებს, 5 ათასზე მეტ პატიმარს ამნისტია ეტაპობრივად შეეხება - მდინარაძე ამნისტიის კანონპროექტზე

ჩვენ მივდივართ იმ გადაწყვეტილებაზე, რომ ათასზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროებს, ხოლო 5 ათასზე მეტ პატიმარს ეტაპობრივად ეს ამნისტია შეეხება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„ვუსურვებ ყველა გათავისუფლებულ პატიმარს, რომ აღარასოდეს მოხვედრილიყვნენ ციხის კედლებში და როდესაც რესოციალიზაციის მიზნები მიიჩნევა შესრულებულად და პატიმრების 99% პროცენტი როდესაც საპატიმროს ტოვებენ და უკან აღარასდროს ბრუნდებიან, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სწორად იმოქმედა. როგორც აღმოჩნდა, წინა შემთხვევებში გადაწყვეტილებები სწორი იყო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრის კენჭს.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ათასამდე ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლებას, ხუთიათასამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებასა და პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივად დატოვებას ითვალისწინებს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის მიზანი პატიმრების რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება და ჰუმანურ აქტსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა