თეგებით ძიება

კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, რომ მივყვეთ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგს - ნიკა გვარამია

რამდენი ხანიც ვუპასუხებთ კობახიძის ბოდვებს, იმდენი ხანი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში , - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს“.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ოპოზიციამ კობახიძის განცხადებებზე გამოხმაურების ნაცვლად, მოსახლეობას და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს.

„ჩვენ ვართ „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, ჩვენი ნომერია ოთხი და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობასაც და „ქართულ ოცნებასაც“ ჩვენი დღის წესრიგი. კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, რომ მივყვეთ მის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგს. ეს არც ჩვენ გვჭირდება, არც ჩვენ ქვეყანას და არც ქართველ ხალხს. საერთოდ გავეშვათ ამ ადამიანებზე ლაპარაკს და მივხედოთ ჩვენს საქმეს, ჩვენ 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ უკვე ახალ ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა