თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას "ერთობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. 

„გლდანში, ივანიშვილის მილიციამ მძევლად აიყვანა ირაკლი ეძგვერაძე !!! ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი და გლდანის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი“ - წერს ხაბეიშვილი.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, საკრებულოს წევრს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა