თეგებით ძიება
04. 09. 2024 მსოფლიო

„სიენენის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში მცირედით ასწრებს

გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში მცირედით ასწრებს. კვლევა SSRS-მა „სიენენის“ დაკვეთით ჩაატარა.

გამოკითხვის თანახმად, ჰარისი მცირედით ასწრებს ტრამპს ვისკონსინის, ჯორჯიის, მიჩიგანისა და ნევადის შტატებში. დემოკრატების კანდიდატს თითოეულ შტატში – 48 პროცენტი, ხოლო ტრამპს ორ შტატში – 47, ერთში კი 43 პროცენტი აქვს. რაც შეეხება პენსილვანიის შტატს, აქ ორივე კანდიდატს 47 პროცენტი აქვს, ხოლო არიზონაში ტრამპი ჰარისს ხუთი პროცენტით ასწრებს.

კვლევის შედეგებით, საკვანძო შტატებში ეკონომიკისა და იმიგრაციის საკითხებზე ამომრჩევლები უფრო მეტად ენდობიან რესპუბლიკელთა კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ხოლო დემოკრატიის, აბორტისა და რეპროდუქციული უფლებების დაცვის საკითხებში ჰარისი ლიდერობს.

ამის გარდა, ამავე შტატებში ამომრჩეველთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ტრამპის შეხედულებები და პოლიტიკა უფრო ექსტრემისტული ჩანს, რასაც ჰარისზე უფრო ნაკლები ფიქრობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა