თქვენ ადგილას სინანულს გამოვხატავდი, ასეთ ფაქტზე პროპაგანდირება სამარცხვინო საქციელია - ლევან ხაბეიშვილი "ოცნებას"
"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს და თქვენ ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს და ასეთ ფაქტზე პროპაგანდირება არის მდარე სამარცხვინო საქციელი" - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წყალტუბოში გარდაცვლილ “ოცნების” მხარდამჭერთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში თუ ვინმე თესავს სიძულვილსა და ბოროტებას, ივანიშვილია.
"პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. სიძულვილი, ძალადობა, ბოროტება - ამ ყველაფრის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ სიძულვილს აფრქვევს ტელევიზიებიდან. თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებიდან არცერთი არ არის სწორი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ყველა დანარჩენი თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი არის დამახინჯებული ტყუილი და აქაც ცდილობთ, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოთ რაც არაერთხელ გამოუყენებია ამ ხელისუფლებას. თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს და ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტული სამარცხვინო პასაჟების გაკეთება არ არის სერიოზული. ამ ქვეყანაში სიძულვილის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.