ორგანიზებული გუნდია, მძიმე თამაში გვექნება - სილვინიო საქართველოს ნაკრებზე
ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის 2:1 დამარცხების შემდეგ ალბანეთის ნაკრების ბრაზილიელმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოს ნაკრებზე ძალიან პოზიტიურად ილაპარაკა:
"ვიმეორებ: უკრაინის ბევრი თამაში ვნახეთ და საქართველოსიც. მძიმე ჯგუფია, ჩეხეთიც ძალიან ძლიერი ნაკრებია. სამშაბათს ძალიან რთული მეტოქე გვყავს, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ძალიან ორგანიზებული. ჩვეულებრივ, 3-5-2 სქემით თამაშობს, ეს არის გუნდი, რომელსაც ფიზიკური სიძლიერის გარდა, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ძალიან ბევრს დარბიან, უტევენ, თავს იცავენ. ძალიან ორგანიზებული გუნდია, ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ჩეხეთთან საქართველოს თამაში ჯერ არ გვინახავს, რადგან აქ ვიყავით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამშაბათს ძალიან მძიმე თამაში გველის".