"ამ 9 თვის განმავლობაში, იმდენი რამე და ვინმე გადავიაზრე, ვინ მოთვლის... მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამი“ - ანო მაისურაძე
მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ბიძის შესახებ წერს.
როგორც იცით, მას დაახლოებით 9 თვის წინ ინფარქტი მოუვიდა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ ჰყავდათ გადაყვანილი.
"ამ 9 თვის განმავლობაში, იმდენი რამე და ვინმე გადავიაზრე, ვინ მოთვლის.
დიდი განსაცდელი, დიდი გამოცდაა რა, მართლა.
მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამს", - წერს ანო მაისურაძე.