"უნდა ჩამოვყალიბდეთ - რა გვჭირდება, მარტო პარლამენტის წინ დგომა, ცხელი სასმელის დარიგება და ლობიანების დაჭრა და ხალხისთვის გადაცემა, არ არის საკმარისი“ - ნიკა გვარამია
რა იქნება ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი? - ერთიანი სტრატეგია რომ არ არსებობს ამას ოპოზიციონერი ლიდერები ღიად აცხადებენ, მათ შორის უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ აქციებზე, რომელიც უკვე გაიმართა.
მაგალითად ნიკა გვარამია, რომელიც პარლამენტის პირველი სხდომის და დაგეგმილი აქციის გამართვამდე სტრასბურგში გაემგზავრა, აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დგომა არ არის საკმარისი.
მისივე თქმით, პოზიციები ცვალებადი და ჩამოუყალიბებელია - მათ შორის იმაზეც კი, უნდა ჰყავდეს თუ არა პროცესებს კონკრეტული ლიდერი.
“აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმის შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ მეგობრებო, პოლიტიკოსები მონაწილეობენ ამაში. ამას აკეთებს პირველ რიგში ხალხი, მათ შორის საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, მათ შორის პოლიტიკოსებისთვის რაღაცა შესაძლებლობების მიცემით, მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ერთ ნაწილში როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ვთქვათ, რომ კოალიცია გვინდა და ბელადი არ გვინდა, ლიდერი არ გვინდა ერთი და ა.შ., ვამბობთ ამას. მეორე შემთხვევაში, როცა უკვე სხვა განწყობაზე ვართ, ვამბობთ, რომ ბელადი გვჭირდება და ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერს შეცვლის.
უნდა ჩამოვყალიბდეთ - რა გვჭირდება. მარტო პარლამენტის წინ დგომა, ცხელი სასმელის დარიგება და ლობიანების დაჭრა და ხალხისთვის გადაცემა, არ არის საკმარისი,“ - აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.