თეგებით ძიება

"ძლიერი საქართველო" საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს დღეს მიმართავს

"ძლიერი საქართველო" საპარლამენტო სიებს ხსნის - განცხადება ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, კოალიცია  საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს. 

"ჩვენ, ძლიერი საქართველო არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით და ამ სიმტკიცით და იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს, დემონტაჟს გავუკეთებთ ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი, ადამიანთა ხმები.

ამიტომ, დღეს ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას - ჩვენ მიმვართავთ ცესკო-ს დღეს შესაბამისი დოკუმენტაციით სიების ჩახსნასთან დაკავშირებით". - თქვა ხაზარაძემ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა