თეგებით ძიება
15. 09. 2024 სპორტი

ზედმეტი დაპირება, ნაკლები შესრულება. ბოდიში. მიყვარხართ - ო’მალის პირველი კომენტარი დვალიშვილთან მარცხის შემდეგ

29 წლის ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი, ქართველ მეტოქესთან დამარცხებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"ზედმეტი დაპირება, ნაკლები შესრულება. ბოდიში. მიყვარხართ", - წერს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი.

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე - შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, საქართველოს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა