თეგებით ძიება

პარლამენტმა ნიკოლოზ მარგისაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარგისაშვილის კანდიდატურას პარლამენტმა, კერძოდ, ქართული ოცნების 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ნიკოლოზ მარგისაშვილი უზენაეს სასამართლოში მუშაობას 2025 წელს დაიწყებს მაშინ, როდესაც მოსამართლე ეკატერინე გასიაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება. გასიაშვილი უზენაესი სასამართლოს წევრი 2015 წლის ივნისიდანაა. 

ცნობისთვის, 5 დღით ადრე მარგისაშვილის კანდიდატურას მხარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე მარგისაშვილმა განაცხადა, რომ იგი ვეტინგის მოწინააღმდეგეა და ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა გამართულად მუშაობს. 

"ვფიქრობ, რომ ვეტინგი უფრო სხვა მიზნებს ისახავს და ეს კეთილსინდისიერების შემოწმება იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, არ არის. ეს სულ სხვა მიზანს ისახავს და კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული...ვინ უნდა შემამოწმოს, მოდი, ასე დავსვათ კითხვა, როცა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო" - ტელეკომპანია მთავარზე დაყრდნობით, თქვა მარგისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე. 

2020 წლის მარტიდან ნიკოლოზ მარგისაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხოლო ამავე წლის ოქტომბრიდან - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებს. 

2024 წლის 24 მარტს მარგისაშვილი მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტზე მეორე ვადით აირჩია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა