ცნობილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა - კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო
დიდ დიღომში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. სავარაუდო დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.