თეგებით ძიება

"პირველების" ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს

კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია 26 წლის ბექა ჯაიანს ეძებს. ჯაიანი "ტვ პირველის" წყაროს ინფორმაციით, "რატის ბარის" თანამშრომელია. 

ეს სწო­რედ ის პი­როვ­ნე­ბაა, ვის­თან ერ­თა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კე­სა­რი­ამ ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. არსებული ინფორმაციითაც, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა. ბექა ჯაიანი სე­ნა­კი­და­ნაა.  

"ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ეს "სთო­რი" შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი" - ამ­ბობს წყა­რო.

აბრამიძე დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოკ­ლეს. ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც მეზობლები ამბობენ, სახლიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა