თეგებით ძიება
03. 10. 2024 ვიდეო

"მომჩივანთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქომბსის მიერ მოწყობილ წვეულებებზე აუპატიურებდნენ როგორც ზრდასრულებს, ისე არასრულწლოვნებს" - ახალი სკანდალური დეტალები P.Diddy-ს საქმეში

100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აპი­რებს, რომ რე­პერ შონ დიდი კომბსის წი­ნა­აღ­მდეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გამო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს - BBC-ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი ად­ვო­კა­ტი, ტონი ბუზ­ბი აცხა­დებს.

მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლთა შო­რის არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ცხრა წლის ასაკ­ში გახ­და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი."ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც აქ­ტი­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლებთ," - გა­ნა­ცხა­და ბუზ­ბიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ერი­კა ვოლფ­მა, რო­მე­ლიც შონ კომბსის მხა­რეს წარ­მო­ად­გენს, აღ­ნიშ­ნა, რომ რე­პე­რი "მტკი­ცედ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად" უარ­ყოფს ბრალ­დე­ბებს და მათ "ცრუ და ცი­ლისმწა­მებ­ლურს" უწო­დებს.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტონი ბუზ­ბიმ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ის და მისი გუნ­დი "არ და­ტო­ვე­ბენ არც ერთ დე­ტალს გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბელს“, რათა იპო­ვონ შე­საძ­ლო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ში, ან "ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ან ისარ­გებ­ლა ამ შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბით“. თა­ვის მხრივ, ერი­კა ვოლფ­მა BBC-სთან აღ­ნიშ­ნა, რომ შონ კომბსი "მზად არის და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და თავი გა­ი­მარ­თლოს სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც სი­მარ­თლე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით დად­გინ­დე­ბა და არა ვა­რა­უ­დე­ბით“.

შონ კომბსი 16 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ედე­ბა რე­კეტ­სა და სექს ტრე­ფი­კინ­გში. ამ­ჟა­მად ის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ტონი ბუზ­ბის თქმით, ბრალ­მდე­ბელ მსხვერ­პლთა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 120-ია, მათი ნა­ხე­ვა­რი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან, ხოლო ნა­ხე­ვა­რი ქა­ლე­ბი. ბუზ­ბიმ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მსხვერ­პლთა­გან 25 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა შონ კომბსს ბავ­შვე­ბის სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბე­ბი 1991 წლი­დან 2024 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი კი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ნიუ-იორკსა და მა­ი­ა­მი­ში მოხ­და. ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა 2015 წლის შემ­დეგ და­ფიქ­სირ­და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა