"შეთქმულების თეორიებში რომ იყო გადავარდნილი ზოგიერთი, ბუდუ ზივზივაძეს სპეციალურად არ ათამაშებენო..." - რას წერს რომან გოცირიძე გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით?
პოლიტიკოსი რომან გოცირიძე საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"შეთქმულების თეორიებში რომ იყო გადავარდნილი ზოგიერთი, ბუდუ ზივზივაძეს სპეციალურად არ ათამაშებენო, დღევანდელი თამაში იყო ამაზე ყველაზე ნათელი პასუხი: ბუდუც იყო, მიქაუტაძეც, კვარაცხელიაც, დავითაშვილიც და ჩაკვეტაძეც. სამი თავდამსხმელი და კიდევ ორი თითქმის თავდამსხმელი. ორი ცენტrალური თავდამსხმელით თამაში მაშინ გამორიცხული იყო.
ქოჩორაშვილი რომ დააკლდა, ფაქტია, მაგრამ მის ნაცვლად რომელიმე საყრდენს, “ცრუ ქოჩორაშვილს” რომ ეთამაშა, აჯობებდა, მაგრამ აქაც არ გაგვიმართლა, მექვაბიშვილი ტრამვირებული იყო. ამიტომ გარისკა სანიოლმა და მგონი სხვა არჩევანიც არ ჰქონდა. გაგნიძეც ხვალ თამაშობს ახალგაზრდულში.
მოკლედ, ცენტრი სრულიად მოიშალა. კიტეიშვილის გარდა, რომელი სად თამაშობდა ცენტრში, ესეც კი გაუგებარი იყო.
წარმოგვიდგენია, ამ სუპერშემტევი შემადგენლობით რომ გვეთამაშა პორტუგალიასთან, ჩეხეთთან ან თურქეთთან, რა მოხდებოდა?
სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი წინაა. ახლა მთავარი ამოცანაა ამ, რანგით მეორე, მაღალ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რთული ორი შეხვედრა გველოდება წინ." - წერს რომან გოცირიძე.