სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში - ირაკლი ღარიბაშვილი
სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში! -განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, ღირსებას, სტაბილურობას და განვითარებას.
„ამ უსამშობლო ადამიანებმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების საშუალებას! ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იმედად, ერთად, ძლიერად უნდა ვაჩვენოთ ყველამ, რომ ვდგავართ მტკიცედ და ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა. მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, ღირსებას, სტაბილურობას და განვითარებას. 26 ოქტომბერს მეგობრებო გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს სიმართლე და გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული, ამაყი ხალხი, გაიმარჯვებს სამეგრელო და გაიმარჯვებს საქართველო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.