მინდა გავაფრთხილო ერთი დინოზავრი - ანა დოლიძემ რკინიგზას მოუწოდა, რომ 25-26 ოქტომბერს მატარებლების ბილეთები დაამატოს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს რკინიგზას მოუწოდა, რომ 25-26 ოქტომბერს მატარებლის ბილეთები დაამატოს, რადგან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ერთი ადგილიდან მეორე ლოკაციაზე გადაადგილების და არჩევნებში ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების განხორციელების საშუალება მიეცეს.
გამარჯვებამდე დარჩა 10 დღე, ახალი ცხოვრების დაწყებამდე დარჩა 10 დღე, მაგრამ მანამდე მინდა გავაფრთხილო ერთი დინოზავრი, რომელიც არის საქართველოს რკინიგზა, რომელიც დასჭირდება საარჩევნოდ ყველას 26-ში სახლში წასასვლელად და ამ ეტაპზე რკინიგზის ბილეთები არ არის, არც 25-ში და არ 26-ში. რკინიგზამ ვერ დააყენა wife, რომ 5 საათი გამომწყვდეული არ იყო იმ ვაგონში. კეთილი ინებოს რკინიგზამ და დაუმატოს ბილეთები იმისთვის, რომ ყველამ კონსტიტუციური უფლება განვახორციელოთ, წავიდეთ სახლში და ხმა მივცეთ", - ამბობს ანა დოლიძე.