ვრცელდება უმძიმესი კადრები, დაღუპულია 7 წლის ბიჭი, ძლიერი აფეთქებისას ინგლისში, სამი სახლი დაინგრა
ინგლისში ძლიერი აფეთქების შედეგად სამი სახლი დაინგრა, შვიდი წლის ბიჭი გარდაიცვალა, ექვსი ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მიუხედავად სასწრაფო დახმარების სამსახურის მცდელობისა, ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა - ეს ნამდვილად დამანგრეველი შედეგია" - განაცხადა დარენ ადამსმა, ნორთუმბრიის პოლიციის ოფიცერმა.
აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სასწრაფო დახმარების სამსახური ადგილზე რჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია გზები.