თეგებით ძიება

ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი, ან ჩვენ ვიქნებით ნატოში - ზელენსკი ტრამპს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობა განიხილა. მან ასევე აღნიშნა, რომ კიევი ბირთვულ იარაღზე უარს ამბობს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა.

პრეზიდენტმა გაიხსენა ბუდაპეშტის მემორანდუმი, როგორც არაეფექტური შეთანხმება, რომელმაც უკრაინა ვერ დაიცვა, როცა მან ბირთვულ იარაღზე უარი თქვა. 

"ამ დიდი ქვეყნებიდან, ყველა ბირთვული სახელმწიფო, რომელი დაზარალდა? ყველა? არა, მხოლოდ ერთი - უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? მხოლოდ ერთმა - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? - უკრაინა.  დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: „ეს ასეა ჩვენთვის, რა არის გამოსავალი? გამოდის, რომ ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი და ეს იქნება ჩვენი დაცვა, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა, დღეს ჩვენ არ ვიცით ეფექტური ალიანსები“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მან დასძინა, რომ ნატოს ქვეყნები დღეს არ არიან ომში, რის გამოც უკრაინა ირჩევს ნატოს და არა - ბირთვულ იარაღს.

"მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპმა მომისმინა. მან თქვა: „თქვენ გაქვთ სამართლიანი არგუმენტები”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პარტნიორები მისი „გამარჯვების გეგმას“ მხარს არ დაუჭერენ, ეს რუსეთისთვის პრივილეგია და დიდი შეცდომა იქნება. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის სამიტზე, სადაც მან დღეს გეგმა წარადგინა, 18 ლიდერი გამოეხმაურა „გამარჯვების გეგმას“ და უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა