თეგებით ძიება

2024 წლის ბოლოდან და 2025 წლის ბოლომდე ლარი დოლართან 2.8-სა და 2.7-იან ნიშნულებს შორის იქნება

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ლარის კურსი 2024 წლის ბოლოდან მომდევნო წლის ბოლომდე დაახლოებით 2.8-სა და 2.7-იან ნიშნულებს შორის იქნება. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი განახლებულ მიმოხილვაში აღნიშნავს და ამ პროგნოზის განმაპირობებელ ფაქტორებს ასახელებს.

მისი შეფასებით, წელს სექტემბერში ვალუტის შესყიდვა რეკორდული იყო, ხოლო ოქტომბერში უფრო გაიზარდა.

"ლარის კურსის მხრივ, იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის მაჩვენებელი სექტემბერში ისტორიულად მაღალ დონეზეა, ხოლო ოქტომბერში, რომლის მონაცემებიც ჯერ არაა ხელმისაწვდომი, ჩვენი შეფასებით, სექტემბერთან შედარებითაც კი მნიშვნელოვან მატებას ჰქონდა ადგილი;

თუ წინა თვეებში ეს ფაქტორი ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებით პრაქტიკულად მთლიანად ბალანსდებოდა, ახლა უკვე სებ-ის სავალუტო ინტერვენციებმა არსებითი როლი შეასრულა;

ამ მხრივ, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, მნიშვნელოვანია, რომ სენტიმენტების ცვლილებისას, კონვერტაციები უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს და ერთგვარად, ეს ფაქტორი დაგროვილი ბუფერის კუთხით უნდა იყოს განხილული;

პროგნოზებს რაც შეეხება, მართალია არაერთი დაშვების გათვალისწინებით, თუმცა როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის ზაფხულის შემდეგ უცვლელი საბაზო სცენარი, რომელიც 2024 და 2025 წლების პერიოდის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8-სა და 2.7-იან ნიშნულებს ითვალისწინებს, კვლავ დიდწილად ძალაშია", - ნათქვამია მიმოხილვაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა