თეგებით ძიება

ბ-ნი ყაველაშვილი არა მხოლოდ ომს, ჯარსაც კი არ გაკარებია ახლომახლო.. ჯარს და ჯარისკაცებს მიაყენა ოცნებამ შეურაცხყოფა - ჯგუფი “ფარი”

საჯარო მმართველობის ექსპერტი, დავით გუნაშვილი და სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ჯგუფი "ფარი" წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა ქართველ ჯარისკაცებს მიაყენა.

უმაღლესი მთავარსარდალი ხდება კაცი ( თუნდაც არალეგიტიმურად), რომლის თაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა, სისხლს ღვრიდა და სიცოცხლეს სწირავდა, ხოლო ბ-ნი ყაველაშვილი არა მხოლოდ ომს, ჯარსაც კი არ გაკარებია ახლომახლოს. 

სამშობლოს სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა, სამშობლოს სიყვარული დაღვრილი ოფლი და სისხლია.

კეტაშვილიც ფეხბურთელი იყო, მაგრამ იბრძოდა კიდეც და ოლიმპიური ოქროს მედალიც იმ ფონდში ჩააბარა, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობას და ტყვია-წამალს ყიდულობდა.

არ დაუმსახურებია, არც ჩვენ დაგვიმსახურებია, ხოლო ჯარს და ჯარისკაცებს მიაყენა "ოცნებამ" შეურაცხყოფა". - წერია ჯგუფი "ფარის" განცხადებაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა