საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას, შეშფოთებული ვართ რეპრესიების შესახებ ცნობებით - საგარეო უწყება
საქართველოში არსებულ ვითარებას და საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის ფაქტს საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
"საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას." - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.