თეგებით ძიება

როგორია 1 კვ.მ. ბინის ფასი ძველ აშენებულ კორპუსებში - სტატისტიკა

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში თბილისში 14 ათასზე მეტი მეორადი ბინა გაიყიდა, გასულ წელთან შედარებით ეს შემცირებული მაჩვენებელია. ადამიანების უმრავლესობა ახალ აშენებულ კორპუსებს ანიჭებს უპირატესობას ვიდრე ძველს (საბჭოთა დროს აშენებეული კორპუსები). ასეთი კორპუსების უმეტესობა 1960-1980-იან წლებში აშენდა და მათი სიმრავლით განსაკუთრებით გარეუბნები გამოირჩევა.

1 კვ.მ. მეორადი ბინის ფასი, საშუალო მდგომარეობით გლდანში 780 დოლარიდან 920 დოლარამდე მერყეობს. საშუალოდ აქ კვადრატულ მეტრს 840 დოლარად შეიძენთ. ფასი დამოკიდებულია მეტროსთან სიახლოვესა და მიკრორაიონზე.

730 დოლარიდან 850 დოლარამდე მერყეობს ფასები მუხიანში. ზღვისუბანში (ყოფილი თემქა) ფასები უფრო ფართო დიაპაზონში მერყეობს და საშუალოდ დაახლოებით 820 დოლარს უტოლდება (შეინიშნება ფასების ზრდა, განსაკუთრებით ახალი პარკის მოწყობის შემდეგ).

შედარებით მაღალია ფასები სანზონაში, მეტრო ღრმაღელისა და გურამიშვილის მიმდებარედ. 1 კვ.მ.-ს ღირებულება 850-950 დოლარის ფარგლებშია.

დიდი დიღომში ფასები 850-900 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მიკრორაიონზე.

დიდუბისა და ისნის რაიონებში ფასები 900-1100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ვარკეთილში, ვაზისუბანსა და სამგორში ფასები 750-850 დოლარია.

საბურთალოში ფასები 1400 დოლარს, ვაკეში კი 1500 დოლარს აღწევს. ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდასა და სოლოლაკშია სადაც კვ.მ.-ს ფასები 1600-1700 დოალრია. 

გასათვალისწინებელია, რომ მეორადი ბინების შეძენისას თქვენ მოგიწევთ ბინის ავეჯითა და კოსმეტიკური რემონტით უზრუნველყოფა. ხშირად სწორედ ეს ფაქტიც ხდება მიზეზი, როდესაც ადამიანებს ურჩევნიათ ახალ აშენებულ ბინაში შევიდნენ საცხოვრებლად და არ დახარჯონ დიდი ენერგია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა