თეგებით ძიება

როდის ნიშნავენ ბიმაქსს ბავშვებში? - ანტიბიოტიკი რესპირატორული ინფექციებისთვის

ბიმაქსი იმ ანტიბიოტიკების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც ერთნაირად ეფექტიანია როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ასევე ბავშვებში. 

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით ხშირია მცირეწლოვნებში/ ყელის ტკივილი, სურდო, მაღალი ტემპერატურა,  თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი – თუ ეს სიმპტომები თქვენ პატარას გამოუვლინდა, იმას ნიშნავს, რომ ბავშვს ვირუსული ინფექცია აქვს.

ამ შემთხვევაში ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და ეცადეთ ბავშვი შესაბამის ექიმთან მიიყვანოთ, რადგან გართულებული ვირუსი კიდევ უფრო სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის.  

სწორედ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს ნიშნავენ მედიკოსები ბიმაქსს

უფრო კონკრეტულად კი,  თუ ექიმმა ამ მედიკამენტით მკურნალობა დანიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ პატარას გართულებული რესპირატორული ტრაქტის ინფექციები აქვს. კერძოდ:  ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლის ანთება), ფარინგიტის (ხახის ლორწოვანი გარსის ანთება), შუა ყურის ანთება, სინუსიტი, მწვავე პნევმონია ან ქრონიკული ბრონქიტი.

მართალია, ბიმაქსი, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ცეფიქსიმია, ეფექტიანი ანტიბიოტიკია, მაგრამ მისი მოხმარებისას მნიშვნელოვანია სიფრთხილე, განსაკუთრებით როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ. ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკს და ზუსტად მიჰყევით დანიშნულებას. 

რა ფორმით ნიშნავენ ბიმაქსს მოზარდებში და როგორია მისი დოზები?  

ბიმაქსი არსებობს როგორც ტაბლეტის, ასევე სუსპენზიის სახით. ხშირად მშობლებს ურჩევნიათ, ბავშვს მედიკამენტი სიროფის სახით დაალევინოს, რადგან მარტივად მისაღებია, მაგრამ ამ ფორმით ეს მედიკამენტი ჯერჯერობით არ იწარმოება. 

დაავადების სირთულიდან გამომდინარე, ექიმი თავად ირჩევს რომელი სახის ბიმაქსი დაუნიშნოს პატარას — ტაბლეტები თუ თუ სუსპენზია, რომელიც ფხვნილის სახითაა წარმოდგენილი და წყალში იხსნება. 

დოზას და მისი მიღების სიზუსტის ზუსტად დაცვას მკურნალობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ, ბავშვის რომელ ასაკში რა დოზა ბიმაქსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 

ზრდასრული პაციენტების მსგავსად, 12 წლის ზემოთ ბავშვების დოზა დღეში 400 მგ-ია. როგორ და რამდენჯერ გადანაწილდება დღის განმავლობაში მედიკამენტის მიღება, ამას ექიმი გადაწყვეტს — დღე-ღამეში ერთხელ, ან ორჯერ — 200 მგ, 12 საათის ინტერვალით.

რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვებს: 2 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული დოზაა 8 მგ/კგ/ დღეში, ერთჯერადი დოზით ან ორ დოზად — ყოველ 12 საათში ერთხელ. 

ბავშვებში 2 წლის ასაკიდან ბიმაქსი ასეთი დოზით ინიშნება:

2-4 წელი: 5 მლ/დღეში;

5-8 წელი: 10 მლ/დღეში;

9-12 წელი: 15 მლ/დღეში.

თუმცა, თუ მოზარდის წონა 50 კგ-ს აღემატება, ამ შემთხვევაში ბავშვებში შესაძლებელია ზრდასრული ადამიანების დოზის გამოყენება.  

რაც შეეხებათ 6 თვემდე ასაკის ბავშვებს, ცეფიქსიმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ამ ეტაპისთვის არ არის დადგენილი, ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ გამოიყენებთ მას. 

ბიმაქსი ორსულობისა და ლაქტაციის დროს 

ვინაიდან ბავშვზე ზრუნვა მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება, ბიმაქსის მიღების წესი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიც უნდა გაითვალისწინოთ. 

ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების პერიოდში ბიმაქსის გამოყენების შედეგები კვლევებით ბოლომდე არ არის შესწავლილი (ექსპერიმენტები მხოლოდ ცხოველებშია ჩატარებული), ამიტომ ეს ანტიბიოტიკი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ, თუ ექიმი ბოლომდე შეაფასებს რისკებს.

ბიმაქსის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები

მართალია, ბიმაქსი არ მიეკუთვნება სახიფათო ანტიბიოტიკების რიცხვს  და კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ როგორც ყველა მედიკამენტს, მასაც ახასიათებს გარკვეული არასასურველი ეფექტები. ამიტომ, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობას ეხება საქმე, კარგად დაიმახსოვრეთ მოსალოდნელი სიმპტომები და მათი დაფიქსირების შემთხვევაში, მაშინვე აცნობეთ ექიმს. 

კერძოდ, მედიკამენტის მიღებისას არც ისე ხშირად ვლინდება დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება და მუცლის შებერილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, არტიკულარული ტკივილი და ტემპერატურა.

იშვიათად მაგრამ მაინც, შეიძლება გამოვლინდეს კოლიტი, თუმცა ეს სიმპტომები მკურნალობის დასრულებისთანავე ქრება. 

დაიმახსოვრეთ, ერთადერთი უკუჩვენება, რაც ბიმაქსს ახლავს, არის ალერგია. თუ ბავშვს შეამჩნიეთ ქავილი, ჭინჭრის ციება ან სხვა რომელიმე ალერგიული სიმპტომი, მაშინვე შეაჩერეთ წამლის მიწოდება, მიმართეთ ექიმს, რომ დაიწყოთ სათანადო მკურნალობა.

ამასთან, ნებისმიერი უკუჩვენებისას თუ გვერდითი მოვლენების დაფიქსირებისთანავე აუცილებლად  გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. 

გახსოვდეთ, მართალია, ბიმაქსის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ ფიქსირდება, მაგრამ თუ ბავშვს მკურნალობთ სხვა მედიკამენტით, აუცილებლად უთხარით ექიმს, რომ  მკურნალობის სრული ანალიზი გაკეთდეს და ბავშვს ბიმაქსით მკურნალობისას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. 

გაითვალისწინეთ, ბიმაქსი ბავშვის რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან განკურნების ერთ-ერთი საუკეთესო მედიკამენტია, თუმცა ექიმის რეკომენდაციის გარეშე, მკურნალობას თვითნებურად ნუ დაიწყებთ, მიმართეთ ექიმს და ზუსტად დაიცავით პროფესიონალისგან მიღებული რეკომენდაციები.   


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა