ყველაზე დიდი ხის სახლი მსოფლიოში, სადაც 80 ოთახი და 20 აივანია (ფოტო)
მუხის სახლის მშენებლობა ჰორაციუს ბერჯესმა 1993 წელს დაიწყო. 11-წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ სახლმა საბოლოო სახე მიიღო, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
ხის ათსართულიან სახლში, რომლის მშენებლობა დაახლოებით 12 500 დოლარი დაჯდა, არის სამლოცველო, კალათბურთის მოედანი, საწყობები, უზარმაზარი კიბეები და საიდუმლო გადასასვლელები, ასევე ჰორაციუსის მიერ სპეციალურად მეუღლისთვის აშენებული პენტჰაუსი. სულ 80 ოთახი და 20 აივანია.
ხის სახლზე ამოტვიფრულია სხვადასხვა შინაარსის რელიგიური წარწერები და სახარებიდან ფრაზები. ყოველ კვირას ხის სახლის ეკლესიაში წირვა ტარდება. ჰორაციო გეგმავს, რომ მალე მსოფლიოს ყველაზე დიდ ხის სახლში ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი მოაწყოს.
ცოტა ხნის წინ ხის სახლში ელექტროენერგია და ინტერნეტიც იყო შეყვანილი, მაგრამ ქურდებმა გაძარცვეს და გაყვანილობებთან ერთად ფანჯრები, კარები და სხვადასხვა საოჯახო ნივთები მოიპარეს. ხის სახლს ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს.