თეგებით ძიება

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც ბინის ჩაბარების დრო დგება

ბინის პირველად ხილვა და მასთან პირველი ფიზიკური კონტაქტი ყოველთვის ამაღელვებელია. მშენებარე ბინის ლოდინი სტრესული პროცესია, მაგრამ როდესაც მშენებლობა სრულდება და ჩაბარების ეტაპი დგება, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად შეამოწმოთ ყველაფერი, რასაც დეველოპერი დაგპირდათ.

რა ითვალისწინებს კანონი

საქართველოში ახალი აშენებული ნაგებობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილება №255-ის შესაბამისად, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესს არეგულირებს.

კანონის II თავის, 2-ე პუნქტის მიხედვით, „შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა გულისხმობს ისეთ მშენებლობას, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა, ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ასევე, ახალი მშენებლობაა დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.“

ამ წესების დაცვა უზრუნველყოფს თქვენი ახალი სახლის უსაფრთხოებას და შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან.

ყველაზე გავრცელებული დეფექტები ახალ კორპუსებში

ახალ აშენებულ ბინებში შესაძლოა სხვადასხვა ხარვეზი შეგხვდეთ. ყველაზე გავრცელებულები კი შემდეგია:

  • ფანჯრებისა და კარების მექანიკური დაზიანება;
  • დაზიანებული სანტექნიკა;
  • არასწორად მოჭიმული იატაკის ბეტონის ფენა;
  • კარებისა და ფანჯრების დახრილი ღიობები, კედლების სიმაღლის გადახრები;
  • არასწორად დაკავშირებული ელექტროსადენები და ძაბვის ქსელები.

 პირველ რიგში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

თუ შეიძინეთ სტუდიოს ტიპის ბინა ახალ აშენებულ კორპუსში, მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე განსაზღვროთ ავეჯის ზომები და მათი განლაგება. ბინაში შესვლისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დეტალებს:

  • თვალსაჩინო მექანიკური დაზიანებები;
  • კარებსა და ფანჯრებს – მათ საკეტებსა და მინას;
  • სანტექნიკის მდგომარეობას და წყლის წნევას;
  • იატაკისა და კედლების სისრულესა და სიმყარეს;
  • ვენტილაციის სისტემას, თუ ბინას ასეთი გააჩნია.
  • რა წავიღოთ, როდესაც ბინის სანახავად მივდივართ

ბინის სათანადოდ შესამოწმებლად, დაგჭირდებათ შემდეგი ნივთები:

  • ფანარი – სიბნელეში კუთხეებისა და დეტალების უკეთ შესამოწმებლად;
  • ელექტრო მოწყობილობა – ჩამრთველების ტესტირებისთვის;
  • ბახილები და კომფორტული ფეხსაცმელი;
  • საზომი რულეტი – ზომების შესამოწმებლად;
  • ბლოკნოტი და კალამი – მნიშვნელოვანი დეტალების ჩასაწერად.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბინა ჩაბარებისას

  • კედლები და ჭერი – ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, უნაკლო და თანაბრად შეღებილი;
  • ფანჯრები და კარებები – შეამოწმეთ მათი დაკეტვა-გაღების მექანიზმი, ასევე მინებზე ბზარების არარსებობა;
  • აივანი და ლოჯია – მოაჯირები და კარებები უნდა იყოს მყარად დამაგრებული;
  • სველი წერტილები – არ უნდა იყოს გაჟონვის კვალი, წყლის გადინება უნდა მუშაობდეს გამართულად;
  • სამზარეულო – ონკანების, წყლის გადინების და ვენტილაციის მუშაობა აუცილებელია შეამოწმოთ.

თუ ყველაფერი რიგზეა, ახალ ბინაში თამამად შეგიძლიათ გადასვლა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ახალ აშენებულ კორპუსებს სჭირდება დრო „დაჯდომისთვის“, რაც შეიძლება მცირე ცვლილებებში გამოიხატოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა