თეგებით ძიება

მიანმარში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა - ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

მი­ან­მარ­ში, სა­დაც და­მან­გრე­ველ­მა მი­წისძვრამ ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას დღეს წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 12:51 სა­ათ­ზე, ზუს­ტად იმ დროს მი­ა­გეს, რო­დე­საც პა­რას­კევს მი­წისძვრა მოხ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, მი­ან­მა­რის მმარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ხუნ­ტამ ქვე­ყა­ნა­ში ხუთ­დღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

მი­წისძვრის შე­დე­გე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. სა­მაშ­ვე­ლო დახ­მა­რე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მო­იწ­ვი­ეს, მათ შო­რის ჯგუ­ფე­ბი რუ­სე­თი­დან, ჩი­ნე­თი­დან და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან.

შე­გახ­სე­ნებთ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ან­მარ­ში 7.7 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 2 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი. ამას­თან, ტა­ი­ლან­დის დე­და­ქა­ლაქ ბანგკოკ­ში, სა­დაც მი­წისძვრის ბიძ­გებ­მა მი­აღ­წია, ჩა­მონ­გრე­უ­ლი მშე­ნე­ბა­რე ცა­თამბჯე­ნის ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ ათო­ბით მუშა რჩე­ბა.

წყა­რო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა