ავეჯს ჭია გაუჩნდა – რას ვაკეთებთ?
ხის პარაზიტები, ხის მჭამელი ჭიები და ტერმიტები – პატარა არსებები არიან რომლებსაც შეუძლიათ დიდი პრობლემები შეგიქმნან და ფინანსურად დაგაზარალონ. ადვილი შესაძლებელია, რომ წლების განმავლობაში მავნებლებთან ერთად ცხოვრობთ და არ იცით, რომ ისინი თქვენს ავეჯს, სახლის ხის დეტალებს და პარკეტს ანადგურებენ.
ავეჯში ხის მჭამელი მწერების არსებობის ძირითადი ნიშნებია: პატარა ხვრელები ხის ზედაპირზე, ხის ფქვილივით მასის აღმოჩენა და მონოტონური ხრაშუნის ხმა. ხის ჭია, ანუ ხისმჭამელი მწერი ხშირად აზიანებს ავეჯს, ძველ კარებს, იატაკს ან ხის სხვა ნაკეთობებს. ხის მჭამე მწერებთან ბრძოლა ეტაპობრვად უნდა მოხდეს:
1. დაადგინეთ ჭია ჯერ კიდევ ცოცხალია თუ არა
• თუ ხვრელები ახალია და ხვრელების ირგვლივ ფხვნილვით მასა ყრია, მტვერია — ჭია ჯერ ცოცხალია.
• თუ ხვრელები ძველია და მტვერი აღარ ჩანს, შესაძლებელია, რომ ჭია უკვე წასულია.
2. გაასუფთავეთ დაზიანებული ადგილი
• ავეჯს მტვერი რბილი ჯაგრისით ან მტვერსასრუტით ფრთხილად მოაცილეთ.
• ნახეთ ხის დაზიანება ზედაპირულია თუ დიდი ნახვრეტებია.
3. მოამზადეთ ან შეიძინეთ სპეციალური საშუალება ჭიის წინააღმდეგ
ა) სახლის პირობებში:
• გამოიყენეთ ხსნარი, რომელიც თანაბარი რაოდენობის სუფრის ძმრისა და წყლისგან მზადდება.
• ან ნაფტალინი, რომელიც ასევე აშინებს ჭიას.
• ეს საშუალებები მცირე დაზიანებისთვის ეფექტურია.
ბ) სპეციალური საშუალება
• იყიდება სარემონტო ან ავეჯის მაღაზიებში.
• ეძებე პროდუქტი, სადაც შეფუთვაზე წერია "ინსექტიციდი" ან "woodworm treatment".
• კარგი იდეაა ხსნარის ხვრელებში შპრიცით შეშვება ან პატარა ფუნჯით წასმა.
გააჩერე ხსნარი ხეზე მინიმუმ 24–48 საათი.
• ამ დროს დაზიანებული ავეჯს მოარიდეთ ბავშვები, ცხოველებ და მზე.
4. შესაძლებელია საჭირო გახდეს გამეორება
• თუ რამდენიმე დღეში ხის მტვერი ან ახალი ხვრელები ისევ გამოჩნდება პროცედურა გაიმეორეთ.
5. დასუსტებული ავეჯის აღდგენა
• ავეჯის დაზიანებული ნაწილები შეგიძლიათ ხის შპაკლით შეავსოთ. შემდეგ კი გადაღებოთ ან ლაქი გადაუსვათ— ეს ავეჯს მომავალში დაიცავს.
და ბოლოს, შეინახეთ ავეჯი მშრალ, კარგად განიავებულ სივრცეში. პერიოდულად გაწმინდეთ და ნახეთ გაჩნდა თუ არა ახალი ხვრელები. შეგიძლია ხანდახან ლაქის თხელი ფენა წაუსვათ — ეს შექმნის დამცავ ფენას.