თეგებით ძიება
15. 04. 2025 რჩევები

რატომ არ შეიძლება სარეცხის ოთახში გაშრობა - 4 მიზეზი

ამინდის ჭირვეულობის გამო, ზოგჯერ დიასახლისებს  სარეცხის სახლში, გამათბობელთან ახლოს გაშრობა უწევთ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 

როგორც აღმოჩნდა, სარეცხიდან წყლის აორთქლება ოთახში ტენიანობას 30%-ით ზრდის. თუ სახლში კარგად არაა დამონტაჟებული ვენტილაცია, წარმოიქმნება კერა, სადაც ობის სოკო და მავნე ბაქტერიები ჩნდება. ასეთ პირობებში ცხოვრება სასუნთქი გზების მკვეთრ პრობლემებს წარმოქმნის, ობი და ტენი კი შეიძლება ალერგიებისა და სუნთქვის პრობლემების მიზეზად იქცეს, განსაკუთრებით ბავშვების, ხანდაზმულებისა და ასთმიანებისთვის. ასთმა გარემო ფაქტორების მიმართ ისედაც უკიდურესად მგრძნობიარეა და ზედმეტი ტენიანობა ამ მდგომარეობას საგრძნობლად ამძიმებს. განსაკუთრებით საშიშია, როცა ადამიანი სარეცხს პატარა ოთახში აშრობს.

სარეცხის სახლში გაშრობის მავნე ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს: 

ხველა

სუნთქვის გაძნელება

გულმკერდის არეში სიმძიმის ან წვის შეგრძნება

ასთმურ შეტევა

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ სარეცხის სუნს სასუნთქი გზების გაღიზიანება შეუძლია, ამიტომ სპეციალისტები დიასახლისებს ურჩევენ:

სარეცხი აივანზე ან ძალიან კარგად განიავებულ სივრცეში გააშრონ.

საცხოვრებელი ხშირად გაანიავონ.

გარდა ამისა, ტენიანი ჰაერი უარყოფითად მოქმედებს ელექტრო მოწყობილობებზეც და შეიძლება დააზიანოს. 

თუ ოთახში ობის სოკო მაინც გაჩნდა, გირჩევთუსაფრთხო და ბუნებრივი საშუალებებით მოიცილოთ.  

1. ერთ სუფრის კოვზ 3%–იან წყალბადის ზეჟანგს შეურიეთ იგივე რაოდენობის საკვები სოდა და თეთრი ძმარი და ამ ნარევით გაწმინდეთ ობიანი ადგილები.

2. ძმარი კლავს 99% ბაქტერიას და 82% ობს, ასევე 80%–ით ასუფთავებს ვირუსებს. ½ ჭიქა გამოხდილი თეთრი ძმარი ჩაასხით პუველიზატორიან ბოთლში, შეასხურეთ ობიან ადგილებში და დააყოვნეთ 1 საათით. ამის შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით და გაშრობა აცადეთ. 

3. საკვები სოდის წყალთან ან სოდის ძმართან ხსნარი კარგად აცილებს ობს და ებრძვის სპორებს. მოასხით ნაზავი ობიან ადგილებში, შემდეგ კი ნოტიო ჩვრით გაწმინდეთ. 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა