თეგებით ძიება

რა არის იტონგი ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?

თანამედროვე მშენებლობაში მასალის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია - მასალა განსაზღვრავს სახლის სიმყარეს, ეკონომიურობას და სიცოცხლისუნარიანობას.

რა არის იტონგი ბლოკი და რატომ ღირს მისი გამოყენება?

ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით და გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • თბოსაიზოლაცია — იტონგის ბლოკი იცავს შენობას სიცივისა და სიცხისგან, რაც ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს და გათბობა/გაგრილების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
  • ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები — არ იწვის და არ ავრცელებს ცეცხლს. სწორედ ამიტომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სამშენებლო მასალად.
  • ხმის იზოლაცია — იტონგი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სიმშვიდე უყვარს. მასალა  იცავს სახლს გარესამყაროს ხმაურისგან.
  • ეკოლოგიურად სუფთაა — არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს და ჰიპოალერგენურია. შესანიშნავი არჩევანია ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.
  • მსუბუქია და სწრაფად მონტაჟდება — მისი წონა მსუბუქია, ხოლო სამუშაო პროცესი — მარტივი და ეფექტური.

როგორ მზადდება იტონგის ბლოკი?

იტონგის ბლოკი იქმნება აირბეტონისაგან, რომლის დასამზადებლად გამოიყენება სრულად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული: ქვიშა, კირი, ცემენტი, თაბაშირი და წყალი.

ნედლეულის არევის შემდეგ, თხევადი ნაერთის მასას ასაფუებლად ტოვებენ. აფუება ნაერთში მილიონობით ჰაერის ფორის წარმოქმნას გულისხმობს, რაც იტონგს უნიკალურ სტრუქტურას სძენს. აფუების შემდეგ იტონგის მოცულობა 5-ჯერ იზრდება და მიიღება ნახევრად მყარი მასალა, რომლის დამუშავებაც მარტივად არის შესაძლებელი. მას სპეციალურ დანადგარში ათავსებენ, სადაც აირბლოკი იდეალურად, ზუსტი პროპორციებით იჭრება.

კომპანია "ალფა სახლი“ თავის პროექტებში მუდმივად იყენებს იტონგის ბლოკს, რადგან მისთვის მთავარი პრიორიტეტია:

🔹 სანდოობა და ხარისხი

🔹 მყიდველზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები

🔹 გრძელვადიანი სარგებელი

"ალფა სახლი" სრულად ერგება ინოვაციურ და პროგრესულ სამშენებლო სტანდარტებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა