როგორ მოვამზადოთ ხის ავეჯის ბუნებრივი საწმენდი საშუალება?
ხე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, ეკოლოგიურად სუფთა და მოთხოვნადი მასალაა, რომელიც სიჯანსაღითა და მდიდრული იერით გამოირჩევა. ხის ავეჯის მფლობელებმა უნდა იზრუნონ, რომ მას მზე და წყალი რაც შეიძლება ნაკლებად მოხვდეს, რადგან მზის სხივების პირდაპირი და ხანგრძლივი ზემოქმედება ხის ავეჯს ფერს უცვლის და იერსახეს აკარგვინებს, წყალი კი ხის ფორებში ჩადის და აზიანებს.
ჩვენ გაგიზიარებთ ავეჯის ზედაპირის მოვლის რამდენიმე წესს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ:
1. დასუფთავება რბილი ქსოვილით
რეგულარულად გაიწმინდე ავეჯი რბილი და მშრალი ტილოებით. მტვრის მოსაშორებლად მშრალი მიკროფიბრიანი ტილო საუკეთესოა.
2. არ გამოიყენო ავეჯის გაწმენდისას უხეში ან მჭრელი საგნები, რადგან შეიძლება ზედაპირი დააზიანო.
3. წმენდისას გამოიყენე ავეჯისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები
ხის ზედაპირისთვის შეარჩიე სპეციალური ზეთი ან სპრეი, რომელიც არა მარტო წმენდს, არამედ იცავს ზედაპირს გამოშრობისგან.
4. თავი აარიდე წყალთან ზედმეტ კონტაქტს
თუ ავეჯზე წყალი დაგეღვარა, დაუყოვნებლივ გაამშრალე.
5. მზის პირდაპირი სხივები –ცუდი იდეაა
როგორ დავამზადოთ ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი ავეჯის საწმენდი ნიგვზის ზეთით?
ის ბუნებრივი ზეთია, რომელიც ღრმად აღწევს ხის სტრუქტურაში, კვებავს მას, იცავს გამოშრობისგან და ლამაზ ბზინვარებას ანიჭებს. თანაც არატოქსიკურია და იდეალურია სახლის პირობებში.
საჭირო ინგრედიენტები:
კაკლის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
თეთრი ძმარი ან ლიმონის წვენი – 1 სუფრის კოვზი
(არასავალდებულო) ეთერზეთი – 5 წვეთი (ლიმონი, ლავანდა ან ჩაის ხე – ანტიბაქტერიული ეფექტისთვის)
პატარა შუშის ბოთლი (სპრეი ან ჩვეულებრივი საცობით)
მომზადების წესი:
1. შუშის ბოთლში ჩაასხი კაკლის ზეთი.
2. დაამატე ძმარი ან ლიმონის წვენი.
3. სურვილისამებრ დაუმატე 5 წვეთი ეთერზეთი კარგი სუნისა და ანტისეპტიკური თვისებებისთვის.
4. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიე.